Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20 იანვარს უკრაინაში მასშტაბური საჰაერო განგაში გამოცხადდა, მოგვიანებით ის გაუქმდა


ბომბსაფარი კიევში
ბომბსაფარი კიევში

20 იანვარს უკრაინაში მასშტაბური საჰაერო განგაში გამოცხადდა, იტყობინებიან ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალები.

როგორც სამხედროებმა განაცხადეს, რუსეთის ქალაქ მოზდოკის აეროდრომიდან აფრინდა ავიაგამანადგურებელი MiG-31K.

რამდენიმე საათის შემდეგ საჰაერო განგაში კვლავ გაუქმდა, ვინაიდან რუსეთის მხრიდან რაკეტების გაშვება არ დაფიქსირებულა.

წუხელ რუსეთის ჯარებმა 7 მოიერიშე კამიკაძე დრონით, „Shahed-136/131“-ით შეუტიეს უკრაინას, ნათქვამია სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ გავრცელებულ ცნობაში.

„20 იანვარს ღამით ოკუპანტებმა 7 უპილოტო საფრენი აპარატი „Shahed-136/131“-ით განახორციელეს იერიში პრიმორსკი-ახტარსკის რაიონიდან და სამი მართული რაკეტა S-300-ით - დროებით ოკუპირებული ლუგანსკის ოლქიდან დონეცკის ოლქის მიმართულებით,“ განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საჰაერო ძალების პრესსამსახურმა.

ცნობილია, რომ მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა გაანადგურეს 4 რუსული დრონი, დანარჩენმა 3-მა მიზანს ვერ მიაღწია.

რუსეთის სამხედროები რეგულარულად უშენენ ცეცხლს უკრაინის ტერიტორიებს, რომლებიც მათი რაკეტების, დრონებისა და არტილერიის წვდომის არეშია - მათ შორის სამოქალაქო ობიექტებს. მიუხედავად მტკიცებულებებისა, მოსკოვი აცხადებს, რომ ამ დარტყმების სამიზნეები მხოლოდ და მხოლოდ უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებია.

XS
SM
MD
LG