Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის გამო რუსთაველზე მოძრაობა შეიზღუდება


საახალწლო ილუმინაცია, თბილისი, 2018 წელი
საახალწლო ილუმინაცია, თბილისი, 2018 წელი

21 და 22 იანვარს, 00:00-დან 06:00 საათამდე, საახალწლო ილუმინაციების სადემონტაჟო სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.

თბილისის მერიის განცხადებით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.

მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.

მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ.

2024 წელს ახალი ნაძვის ხე დედაქალაქს 720 ათასი ლარი დაუჯდა. მისი ყიდვის მიზეზად ძველის დაწვა დასახელდა. 2023 წელს ფოიერვერკის გამო ნაძვის ხეს ცეცხლი გაუჩნდა.

XS
SM
MD
LG