Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენმა კანონმდებლები შეხვედრაზე მიიწვია, უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის განსახილველად


ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი
ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესის ლიდერები მიიწვია თეთრ სახლში შეხვედრაზე, რომელიც 17 იანვარს უნდა გაიმართოს, უკრაინისთვის დახმარების მიწოდების გაგრძელების საკითხზე - აცხადებს თეთრი სახლი იმ ფონზე, როცა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში დასავლეთს უკრაინის მხარდაჭერის პროცესში ერთიანობისკენ მოუწოდა.

ბაიდენმა მიიწვია წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ლიდერები, რათა "განხილულ იქნეს ეროვნული უსაფრთხოების დამატებითი თხოვნის კრიტიკული მნიშვნელობა", - უთხრა თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა ჟურნალისტებს 16 იანვარს. მისი თქმით, შეხვედრაზე ბაიდენი ხაზს გაუსვამს, რაოდენ მნიშვნელოვანია ამ პროცესის განხორციელება.

უკრაინისთვის დახმარების სახით 60 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე ბაიდენის თხოვნა კონგრესშია შეფერხებული იმ ფონზე, როცა კანონმდებლები მსჯელობენ შეთანხმებაზე, რომელიც ამ თანხის გაცემას დაუკავშირებს აშშ-ის საზღვრის უსაფრთხოებას. აშშ სექტემბრიდან ვერ ახერხებს შეთანხმებას ახალი დახმარების საკითხზე.

XS
SM
MD
LG