Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი დავოსში დასავლეთს ერთიანობისკენ მოუწოდებს რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში. 2024 წლის 16 იანვარი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში. 2024 წლის 16 იანვარი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთს რუსეთის აგრესიასთან მებრძოლი უკრაინის მხარდაჭერის საკითხში ერთიანობისკენ მოუწოდა.

"ჩვენ უნდა მოვიპოვოთ საჰაერო უპირატესობა უკრაინისთვის", - უთხრა ზელენსკიმ დავოსის ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს. "როგორც შავ ზღვაზე მოვიპოვეთ უპირატესობა, ამის გაკეთება შეგვიძლია. ეს შესაძლებელს გახდის ადგილზე პროგრესს... პარტნიორებმა იციან, რა და როგორი რაოდენობით არის საჭირო", - დასძინა მან.

მანამდე ზელენსკიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან და ნატოს ხელმძღვანელთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრებზე ისაუბრა უკრაინის საჭიროებაზე, გააძლიეროს საჰაერო თავდაცვა. 16 იანვარს ზელენსკი ასევე შეხვდა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურზულა ფონ დერ ლაიენს.

"უკრაინა უახლოვდება ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პრაქტიკულ დასაწყისს, ჩვენ შევთანხმდით კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმაზე და უკრაინის კანონმდებლობის განხილვის დაწყებაზე", - დაწერა ზელენსკიმ პლატფორმა X-ზე, ურზულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის შემდეგ.

ზელენსკის გამოსვლამდე დავოსის ფორუმის მონაწილეებს ფონ დერ ლაიენმა მიმართა - "უნდა გავაგრძელოთ [უკრაინის] წინააღმდეგობის გაძლიერება", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

XS
SM
MD
LG