Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში COVID-ვაქცინა აღარაა


როდის შემოვა საქართველოში ახალი დოზები, უცნობია.
როდის შემოვა საქართველოში ახალი დოზები, უცნობია.

საქართველოში დღეს არ არის კოვიდის ვაქცინის არცერთი დოზა. არსებული ინფორმაციით, ვაქცინებს (Pfizer-ი, Sinovac-ი, Sinopharm-ი) ვადა გაუვიდა და ჩამოწერეს.

"ვაქცინების საჭიროება არის, რა თქმა უნდა. მე რატომ მეკითხებით, რატომ არ არის?! ეს უნდა ჰკითხოთ სამინისტროს. როგორც ვიცი, მოლაპარაკებები მიმდინარეობს... ვაქცინის საჭიროებას ვხედავ, მით უფრო, მატებაა ახლა მთელ მსოფლიოში", - უთხრა რადიო თავისუფლებას თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ და აშშ-ზე გაამახვილა ყურადღება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზზე მოქალაქეებს უდასტურებენ, რომ საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა აღარ არის დარჩენილი.

"როგორც გვაქვს ინფორმაცია, ვაქცინა აღარაა. ვადა გაუვიდა და ჩამოიწერა... ერთი დოზა [მაინც] რომ იყოს დარჩენილი, გამოჩნდებოდა ელექტრონულ პროგრამაში", - ამბობენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზზე დარეკვისას.

ვაქცინაციისთვის შექმნილი სპეციალური ვებგვერდი
ვაქცინაციისთვის შექმნილი სპეციალური ვებგვერდი

რადიო თავისუფლება დაინტერესდა, იგეგმება თუ არა ვაქცინების შემოტანა და რატომ ვერ მოხერხდა ეს ისე, რომ ვაქცინაციის პროცესი უწყვეტი ყოფილიყო. არც ჯანდაცვის სამინისტროში და არც დაავადებათა ეროვნულ ცენტრში ამ კითხვებს არ უპასუხეს.

"ვერ გეტყვით, არ გვაქვს ინფორმაცია, რამდენად იგეგმება", - ამას კი ამბობენ ცხელ ხაზზე დარეკვის ოპერატორები, რომლებსაც მთელი ქვეყნის იმუნიზაციის ბაზებთან აქვთ წვდომა.

ერთ წელზე მეტია, ჯანდაცვის სამინისტრო აღარ აქვეყნებს ყოველთვიურ ინფორმაციას კოვიდინფიცირებულთა შესახებ. პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოში მილიონობით დოზა ვაქცინა შემოიტანეს. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2021 წლის ივლისში ამბობდა, რომ "ვაქცინები იყო პრობლემა, შევძელით და ჩამოვიტანეთ იმაზე მეტი ვაქცინა, ვიდრე იყო საჭირო". რამდენ ვაქცინას გაუვიდა ვადა ახლა, უცნობია.

XS
SM
MD
LG