Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დადასტურდა ბაქოში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქის სიკვდილი


ბაქო, სამაშველო სამუშაოები
ბაქო, სამაშველო სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ დადასტურდა ბაქოში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. „საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან“, - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

15 იანვარს ბაქოში, ახუნდოვის ქუჩაზე მდებარე ავეჯის სახელოსნოში, აფეთქება მოხდა. დღეს დილით არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 7 და დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი.

მომხდარზე საქმე აღძრულია სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისა და გულგრილობის მუხლებით, რამაც გამოიწვია ორზე მეტი ადამიანის სიკვდილი.

XS
SM
MD
LG