Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მემუარების მიმოხილვა


ავტორი: ესმა გუმბერიძე

მე-19-მე-20 საუკუნეების მიჯნის ქართველი პოლიტიკოსების მემუარებს ვკითხულობ. გეგონება, დღევანდელზე წერენ. ფინეთი და პოლონეთი მაშინაც, იმ დროის კვალობაზე დისციპლინირებული, შეგნებული ქვეყნები, რომლებიც რუსეთს კი არა, ევროპას გავს. ხალხი მოვლილი. ადრე ფინეთზე რომ ვუსმენდი რაღაცას, ვფიქრობდი ჩემთვის, საქართველო ზუსტად სამხ.ფინეთია: ისიც ასე მარტო დარჩა საბჭოთა ოკუპაციის წინაშე და დღესაც დიდწილად მარტოა მეზობელთა შორის ევროპული მისწრაფებებით. გავხედე და ზურაბ ავალიშვილიც იგივეს არ წერს იმ დამატებით, რომ ფინეთისგან განსხვავებით საქართველოს მეზობლების წინაშე პასუხისმგებლობაც ჰქონდა ნაკისრები ერთიანი კავკასიის იდეის სახით. ისე 1 შენიშვნა მაქვს. ბალტიისპირა ქვეყნები საბჭოეთმა მოინელა, აი მარტომყოფი ფინეთი კი ვერა. ჰოდა რამდენად აქვს აზრი ამ რეგიონული ინტეგრაციის მცდელობებს, არ ვიცი. გასაგებია, რომ ბალტიისპირეთისა და კავკასიის დაპყრობებს ამ ჯგუფურობის გარდა ბევრი განმაპირობებელი ფაქტორიც შეიძლება, ჰქონდეს, მაგრამ 1 ქვეყნისთვის უფრო ადვილია საკუთარი თავისთვის მოკავშირეთა შოვნა, ვიდრე რამდენიმეს სახელით როცა ცდილობ ლაპარაკს. მსოფლიო საბითუმო ბაზრობა არაა, ბოლოსდაბოლოს. ყოველი ქვეყანა განსხვავებულია თავისი პოლიტიკური მისწრაფებებით, ვითარებით. ეს უნდა შეიგნონ დასავლეთშიც ერთხელ და სამუდამოდ. მგონი, გაიაზრეს კიდეც, აკი განსხვავებული ურთიერთობა აქვთ აღმოსავლეთპარტნიორობის 6 ქვეყნიდან თითოეულთან. რუსეთის უნივერსიტეტებში, ზოგიერთი ჩვენი დღევანდელი აკად.დაწესებულებისა არ იყოს, მაშინაც ყავდათ პროფესორები, 1 ნაშრომი რომ ქონდათ მხოლოდ დაწერილი, საკუთარი დისერტაცია და ისიც უბრალოდ გერმანულიდან ნათარგმნი გამოდგა. მაშინაც უკრაინისადმი გარუსების პოლიტიკა. მაშინაც მოდიოდნენ უკრაინელები ქართველ მოღვაწეებთან და დახმარებას თხოვდნენ, ეროვნული საკითხები გაგვატანინეთო. რაკი მონათესავე ერი არიან რუსების, უფრო ადვილი იყო მათი ასიმილირება. და ბოლოს მე-20 საუკუნის დასაწყისშიც, დღევანდელი ჩვენი ხელისუფლებისა არ იყოს, რუსეთის მესვეურები პროგრესულად მოაზროვნე მოღვაწეებისა და ჯგუფების წინააღმდეგ იყენებდნენ "შავრაზმელებს", "ხულიგნებს". პირდაპირ ასე უწოდებს მათ გიორგი ლასხიშვილი. "ჭეშმარიტ რუს პატრიოტთა ორგანიზაცია" არსებობდა, რომელიც მთავრობის ოფიციალური ძალოვანი რაზმი არ იყო, მაგრამ სამართალდამცავები არ ეხებოდნენ და დარბევებში ხელს არ უშლიდნენ. მაშინაც აწყობდნენ კონტრაქციებს, ასე მეფის პორტრეტებსა და ხატებს ამოფარებულები. მათ ძალმომრეობისთვის არ სჯიდნენ, აი დარბევის დროს ვინმეს მათთვის რომ გაეწია წინააღმდეგობა, იმათ კი იჭერდნენ ან კლავდნენ. ესენიც საზრდოობდნენ სხვადასხვა ეროვნული შუღლის, მათ შორის ანტისემიტიზმის, გაღვივებით. იმდროინდელი ალტინფოა, ფაქტობრივად ზედგამოჭრილი. არ დაობებიათ 1 საუკუნის წინანდელი სცენარები. საბჭოთა ოკუპაციაც მაშინ მოხდა, როცა 1 შეხედვით მთავარი სახელმწიფო კრიზისი გადავლილიყო. ზუსტად იმ დღეებში შემოგვესივნენ, როდესაც ევროპულმა ქვეყნებმა ოფიციალურად, "დე იურე" ცნეს ჩვენი დამოუკიდებლობა. მარკ ტვენის "კონექტიკუტელ იანკიში" რომაა მომენტი, მრგვალი მაგიდის რაინდების ეპოქაში მე-19 საუკუნიდან გადაგდებულ ამერიკელ ინჟინერს რომ ეუბნება მერლინი, თქვენ გაიმარჯვეთ, მაგრამ ძლეულნი ხართო, (იანკის მომხრეები გამოქვაბულში იყვნენ გამაგრებულნი და მერლინის მეომრებისგან ელ-დენიანი სადენებით იცავდნენ თავს. ბოლოს დენით მოკლული იმდენი გვამით აღმოჩნდნენ გარშემორტყმულნი, რომ მათი ლპობის შედეგად გამოყოფილი გაზებით მოიწამლნენ) ზუსტად ასე მოხდა. ამიტომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაც არაა თავისთავადი იმუნიტეტი, საერთოდ არაფერია დაპყრობისგან თავისთავადი დამცავი. მუდმივი სიფხიზლე და მუშაობაა საჭირო.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG