Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
მომდევნო დღეებში დათბება - როგორი ამინდია მოსალოდნელი

მომდევნო დღეებში დათბება - როგორი ამინდია მოსალოდნელი


თბილისში უნალექო ამინდი იქნება.
თბილისში უნალექო ამინდი იქნება.

დღეიდან ოთხი დღის განმავლობაში საქართველოში დათბება. 15-18 იანვარს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.

"15-16 და 18 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, ყინვა ღამის საათებში შესუსტდება, დღის ტემპერატურაც მოიმატებს. 17 იანვარს ზოგიერთ რაიონში ნალექია მოსალოდნელი", - აცხადებენ სააგენტოში.

მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი:

  • თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 9-11 გრადუსამდე მოიმატებს;
  • სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 17 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 10-15 გრადუსი სითბო იქნება;
  • დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 17 იანვარს კი გაწვიმდება. ჰაერი დღის საათებში 11-16 გრადუსამდე გათბება;
  • დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 17 იანვარს - ნალექი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 5-10 გრადუსი იქნება;
  • დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 17 იანვარს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში იქნება 0-5 გრადუსი;
  • ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 17 იანვარს ზოგან ნალექია მოსალოდნელი. ჰაერი დღის საათებში 6-11 გრადუსამდე გათბება;
  • კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): იქნება უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 6-11 გრადუსს მიაღწევს;
  • აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 17 იანვარს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში იქნება 3-8 გრადუსი სითბო;
  • აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 17 იანვარს ზოგან მოთოვს. ჰაერი დღის საათებში 0-5 გრადუსამდე გათბება.

საქართველოში ამინდი 12 იანვრიდან გაუარესდა. გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყებოდა, რომ მოსალოდნელი იყო თოვლი, 3-4-ბალიანი შტორმი და ყინვა.

XS
SM
MD
LG