Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

14 იანვარს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება


14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა
14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. წელს ეს თარიღი უკვე მეთორმეტედ აღინიშნება.

„20 წელი გავიდა იმ 14 იანვრის შემდეგ როცა საქართველოს პარლამენტმა ხუთჯვრიანი დროშა სახელმწიფო დროშად დაადგინა. თუმცა ნებისმიერი თარიღი და პერიოდი ჩვენი დროშისთვის პირობითია, ვინაიდან ის ჩვენი ერის, ეკლესიის და სახელმწიფოს საუკუნოვანი თანამდევია“, - წერს სოციალურ ქსელ ფეისბუკში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგანგებო მიმართვას გეგმავს. წინასწარი ინფორმაციით, ღონისძიებაზე სიმბოლურად აღიმართება საქართველოს დროშა.

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღედ გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად.

XS
SM
MD
LG