Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუნაკი: ბრიტანეთი უკრაინის გვერდით იქნება


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი კიევში. 2024 წლის 12 იანვარი
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი კიევში. 2024 წლის 12 იანვარი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა, რომელიც 12 იანვარს მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა კიევში, უკრაინელებს კიდევ ერთხელ უთხრა, რომ ბრიტანეთი მათ გვერდითაა იქ შეჭრილ რუსეთის ძალებთან ბრძოლაში, "რამდენ ხანსაც საჭირო იქნება". სუნაკი ასევე გამოვიდა მოწოდებით, გაიზარდოს სამხედრო დახმარების მოცულობა უკრაინისთვის, რომელიც რუსეთის მხრიდან საჰაერო თავდასხმების გაძლიერების ფონზე მოკავშირეებს უფრო მეტი იარაღის მიწოდებას სთხოვს.

"უკრაინაში ჩამოვედი მარტივი მესიჯის გასავრცელებლად. ჩვენი მხარდაჭერა ვერ და არ შეირყევა", - წერს სუნაკი პლატფორმა X-ზე და აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც ის უკრაინელებთან ერთად კიევში იმყოფება.

"ყველა უკრაინელის გასაგონად - ბრიტანეთი თქვენთანაა, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება", - წერს სუნაკი.

კიევში ჩასვლამდე, სუნაკმა გამოაცხადა უკრაინისთვის სამხედრო დაფინანსების გაზრდა $3.2 მილიარდამდე. გავრცელებულ განცხადებაში ბრიტანეთის ხელისუფლება ამბობს, რომ ამ თანხის ნაწილი დაიხარჯება "უკრაინისთვის დრონების უდიდესი პარტიის მიწოდებაზე, ყველა ქვეყანას შორის".

ორი ქვეყანა ასევე გააფორმებს ისტორიული მნიშვნელობის ხელშეკრულებას უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. ეს დოკუმენტი დაეფუძნება "დიდი შვიდეულის" მიერ შემუშავებულ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს უკრაინასთან ორმხრივ პარტნიორობას უსაფრთხოების სფეროში.

XS
SM
MD
LG