Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვილნიუსიდან დაიწყო ტურნე ბალტიის ქვეყნებში


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი იმყოფება ვილნიუსში, სადაც მოლაპარაკებას გამართავს ლიეტუვის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის სპიკერთან. ლიეტუვაში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი წინასწარ გამოცხადებული არ ყოფილა. ლიეტუვის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ესტონეთს და ლატვიას ეწვევა. ყოფილი საბჭოთა კავშირის ეს სამი რესპუბლიკა, რომლებიც დღეს ნატოს და ევროკავშირის წევრები არიან, უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო მოკავშირეებად რჩებიან.

რუსეთთან ომში მყოფი უკრაინა დასავლელი პარტნიორებისგან ითხოვს დამატებით სამხედრო და ფინანსურ დახმარებას. ვილნიუსში ჩასულმა ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი უკრაინის საიმედო მეგობრები და პრინციპული პარტნიორები არიან.

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ბალტიის ქვეყნებში ვიზიტისას განიხილავს უსაფრთხოების, ევროპის შემდგომი მხარდაჭერის კოორდინაციისა და ევროკავშირსა და ნატოში უკრაინის ინტეგრაციის საკითხებს.

2023 წლის დეკემბერში ევროკავშირის ლიდერებმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის წინააღმდეგობის გამო, ვერ შეძლეს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების საკითხის გადაწყვეტა.

რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაც ჯერჯერობით ვერ ახერხებს კონგრესისგან თანხმობის მიღებას უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად 61 მილიარდ დოლარზე მეტის მობილიზებისთვის.

XS
SM
MD
LG