Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სევასტოპოლიდან და ყირიმის სხვა რაიონებიდან ვრცელდება ცნობები აფეთქებების შესახებ


ყირიმიდან აფეთქებების შესახებ იუწყებიან. 2024 წლის 4 იანვარი
ყირიმიდან აფეთქებების შესახებ იუწყებიან. 2024 წლის 4 იანვარი

4 იანვარს, დღისით, ანექსირებული ყირიმიდან მოსახლეობა და ტელეგრამის არხები რამდენიმე აფეთქების შესახებ იუწყებიან. რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მოქმედებაში მოვიდა საჰაერო თავდაცვის სისტემა. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტოები და ვიდეოები, რომლებზეც ჩანს კვამლი და ისმის აფეთქების ხმა.

აფეთქებების შესახებ ცნობები ვრცელდება სევასტოპოლიდან, მისი შემოგარენიდან - ბალაკლავასა და ევპატორიიდან.

"კრიმ რეალიის" კორესპონდენტი იუწყება, რომ სევასტოპოლში გაისმა 10 აფეთქების ხმა. მანამდე ქალაქში საჰაერო განგაში გამოაცხადეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ყირიმის ნახევარკუნძულის თავზე ჩამოაგდეს უკრაინის ძალების მიერ ნასროლი 10 რაკეტა. განცხადებიდან უცნობია, ეს რაოდენობა ყველა რაკეტას მოიცავს, თუ ზოგიერთის ჩამოგდება ვერ მოხერხდა. უკრაინის არმიას ჯერჯერობით არ გაუვრცელებია ცნობა ყირიმის ობიექტებზე შესაძლო დარტყმების შესახებ.

XS
SM
MD
LG