Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი წლის ღამეს თბილისში მეტროსა და ავტობუსის სამუშაო საათები იზრდება


თბილისის მეტრო
თბილისის მეტრო

ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს დედაქალაქში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განრიგი ერთჯერადად იზრდება. თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ, 26 დეკემბერს თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა ამ გადაწყვეტილების შესახებ.

  • მეტრო 00:00 საათის ნაცვლად ბოლო მგზავრს მიიღებს 03:00 საათზე;
  • ის ავტობუსები, რომლებიც ბოლო სადგურებიდან 23:00 საათისთვის გადიოდნენ, 4 საათის დაგვიანებით დაასრუელებენ მუშაობას;
  • გარდა ამისა, 03:00 საათამდე იმუშავებს რიყე-ნარიყალას საბაგიროც.

გაზრდილი სამუშაო დროის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება.

თბილისის მერმა იმავე დღეს, ასევე, თქვა, რომ 6 იანვრის ღამეს, როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შობას აღნიშნავს, მეტრო კვლავ 03:00 საათამდე იმუშავებს.

XS
SM
MD
LG