Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გამოწვევა მიღებულია" - გახარია ივანიშვილს


გიორგი გახარია - პარტიის "საქართველოსთვის" ლიდერი
გიორგი გახარია - პარტიის "საქართველოსთვის" ლიდერი

პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი - გიორგი გახარია სოციალურ პლატფორმა X-ზე [ყოფილი ტვიტერი], ინგლისურ ენაზე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის მიერ 30 დეკემბერს გაკეთებულ განაცხადს - პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

გახარიას ივანიშვილმა 30 დეკემბერს, პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას, კიდევ ერთხელ უწოდა მოღალატე.

„კარგია, რომ ივანიშვილმა, როგორც იქნა, მოახერხა სამალავიდან გამოსვლა. თავის მართლება სუსტი იყო. გამოწვევა მიღებულია. გილოცავთ ახალ წელს“, - დაწერა გიორგი გახარიამ.

„ქართული ოცნება“ გიორგი გახარიას მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც მან 2021 წლის თებერვალში პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა და მიზეზად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების საკითხზე თანაგუნდელებთან შეუთანხმებლობა დაასახელა.

მმართველი პარტიის ლიდერებმა გიორგი გახარია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ფარულ გარიგებასა და ქვეყანაში არეულობის სურვილში არაერთხელ დაადანაშაულეს. გიორგი გახარიას ისინი ღალატში სდებდნენ ბრალს.

XS
SM
MD
LG