Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჩემი საახალწლო სურვილი ახდა" - ევროკავშირის ელჩი საქართველოს შობა-ახალ წელს ულოცავს


პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირის ელჩი საქართველოში
პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირის ელჩი საქართველოში

ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში საქართველოს მოქალაქეებს შობის დღესასწაულსა და დამდეგ 2024 წელს ულოცავენ.

„ჩემი საახალწლო სურვილი ახდა და საქართველო 2024 წელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით ხვდება! ევროკავშირის ელჩად მუშაობის დროს, არ შემხვედრია საქართველოს არცერთი მოქალაქე, რომელსაც ასეთი სურვილი არ ჰქონია. ამიტომ, მოდით, ახალი წელი და შობა საქართველოს ამ ისტორიული მიღწევით აღვნიშნოთ“, - ამბობს პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის საელჩოს მიერ 30 დეკემბერს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.

მისალოცი ვიდეო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და EU4Georgia-ს საკომუნიკაციო გუნდის სახელით ვრცელდება. საქართველოს მოქალაქეებს დღესასწაულებს, სხვადასხვა ენაზე, არაერთი წარმომადგენელი ულოცავს.

XS
SM
MD
LG