Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა განაცხადა, რომ სიკვდილით დასაჯა ოთხი "დივერსანტი", რომლებიც ისრაელის "მოსადთან" იყვნენ კავშირში


ირანის დაზვერვის თანახმად, კონფისცირებულია "მოსადის" აგენტების კუთვნილი იარაღი. 2022 წლის 27 ივლისი (საილუსტრაციო ფოტო)
ირანის დაზვერვის თანახმად, კონფისცირებულია "მოსადის" აგენტების კუთვნილი იარაღი. 2022 წლის 27 ივლისი (საილუსტრაციო ფოტო)

ირანმა სიკვდილით დასაჯა ოთხი "დივერსანტი", რომლებიც დაკავშირებული იყვნენ ისრაელის სადაზვერვო სამსახურთან, "მოსადთან".

ამის შესახებ იტყობინება სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული საინფორმაციო სააგენტო "მიზანი", 29 დეკემბერს.

"სიონისტურ რეჟიმთან ასოცირებული დივერსიული ჯგუფის ოთხი წევრი, რომელთაც "მოსადის" ოფიცრების ხელმძღვანელობით, ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ ფართო ქმედებები ჩაიდინეს, სიკვდილით იქნა დასჯილი დღეს დილით, კანონით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად", ნათქვამია სააგენტოს ცნობაში.

ორი კვირის წინ, ირანის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო IRNA-მ განაცხადა, რომ "მოსადის" სავარაუდო აგენტი სიკვდილით იქნა დასჯილი სისტან-ბელუჯისტანის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციაში , თუმცა პირის ვინაობა და ბრალდების დეტალები არ გაუმხელია. ირანის ოფიციალური პირები ხშირად ადანაშაულებენ გარე ძალებს ქვეყნის საქმეებში ჩარევაში. სასამართლო პროცესები ისლამურ რესპუბლიკაში არაგამჭვირვალეა ხოლმე.

XS
SM
MD
LG