Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ცნობით, ჰუმანიტარული დახმარების კოლონა ღაზაში ისრაელის ცეცხლის ქვეშ მოექცა

პალესტინელები ელიან ფქვილის რაციონს, რომელსაც ღაზის სამხრეთში, რაფაჰში ანაწილებს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარებისა და სამუშაოს ორგანიზების საქმეში გაეროს სააგენტო. 12 დეკემბერი, 2023 წელი (საილუსტრაციო ფოტო)

გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების უწყებამ 29 დეკემბერს განაცხადა, რომ ჰუმანიტარული დახმარების კოლონა ღაზის სექტორში ისრაელელი სამხედროების ცეცხლის ქვეშ მოექცა.

ცნობით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. "ისრაელელმა ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს ჰუმანიტარული დახმარების კოლონას, როცა ის ღაზის ჩრდილოეთიდან ბრუნდებოდა ისრაელის არმიის მიერ მითითებული მარშრუტით - ჩვენი საერთაშორისო კოლონის მეთაური და მისი გუნდი არ დაშავებულან, მაგრამ ერთი ავტომანქანა დაზიანდა", დაწერა X-ზე ტომ უაიტმა, ღაზაში გაეროს ახლო აღმოსავლეთის სააგენტოს დირექტორმა პალესტინელ ლტოლვილთა დახმარებისა და სამუშაოს ორგანიზების საქმეში (UNRWA).

AFP-ის თანახმად, ისრაელის სამხედროებმა უპასუხეს თხოვნას კომენტარის შესახებ და განაცხადეს, რომ ისინი შეისწავლიან ცნობებს ინციდენტის თაობაზე.

XS
SM
MD
LG