Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ხარკოვზე დრონებითა და ფრთოსანი რაკეტებით თავდასხმა იყო - ხარკოვის მერი

ხარკოვზე დრონებითა და ფრთოსანი რაკეტებით თავდასხმა იყო - ხარკოვის მერი


საილუსტრაციო ფოტო: ომი უკრაინაში
საილუსტრაციო ფოტო: ომი უკრაინაში

უკრაინის ქალაქ ხარკოვზე წუხელ, 29 დეკემბრის ღამით, განხორციელებული თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ქალაქის მერი იგორ ტერეხოვი. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა ორი ტიპის, С-300 და Х-22 რაკეტებით მოხდა.

С-300 მიწისზედა სამიზნეებზე მიმართული საზენიტო კომპლექსია. Х-22 ფრთოსანი რაკეტებია.

ტერეხოვის თქმით, მისთვის ცნობილია სულ ცოტა 8-ჯერ დაბომბვის შესახებ. ტერეხოვის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა ტელეგრამზე დაწერა, რომ ქალაქში 10 რაკეტა ჩავარდა.

„არის გარკვეული პრობლემები ტრანსპორტისთვის ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენი სპეციალისტები უკვე მუშაობენ ელექტრომომარაგების მიწოდების აღდგენაზე", - წერს ხარკოვის მერი Telegram-ზე.

XS
SM
MD
LG