Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა უკრაინას ახალი, 250 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო


დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს მაღალი მობილობის საარტილერიო სისტემა HIMARS MLRS-ის საბრძოლო მასალას.
დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს მაღალი მობილობის საარტილერიო სისტემა HIMARS MLRS-ის საბრძოლო მასალას.

აშშ-ის მთავრობამ უკრაინას გამოუყო 250 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც ასევე მოიცავს საბრძოლო მასალას მაღალი მობილურობის ზალპური ცეცხლის რეაქტიულ დანადგარ HIMARS MLRS-ისა და NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ახალი პაკეტი ასევე მოიცავს:

საზენიტო რაკეტა „სტინგერებს“;

155 მმ-იან და 105 მმ-იან ჭურვებს;

TOW-ის სისტემის რაკეტებს;

ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, „ჯაველინებსა“ და AT-4-ებს;

ცეცხლსასროლის იარაღის 15 მილიონზე მეტ ტყვიას;

და ასევე ასაფეთქებელ საბრძოლო მასალას, სათადარიგო ნაწილებსა და სამედიცინო აღჭურვილობას

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს უკრაინისათვის დახმარების გაგრძელებას 2026 წლის ბოლომდე. ეს საშუალებას იძლევა, გადაურიცხონ უკრაინას 300 მილიონი დოლარი 2024 წლის 30 სექტემბრამდე ანუ ფინანსური წლის დასრულებამდე და შემდეგაც. პროგრამა შექმნილია იმის უზრუნველსაყოფად, რომ გამოყოფილი თანხა გამოყენებული იქნება უკრაინაში იარაღის წარმოებისთვის და არა ამერიკული მარაგებიდან სამხედრო ტექნიკის პირდაპირი მიწოდებისთვის.

თუმცა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ცალკე პაკეტი, რომლის ღირებულება 106 მილიარდ დოლარზე მეტია, ჯერ კიდევ არ მიუღია კონგრესს. პაკეტი გულისხმობს უკრაინისათვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების აღმოჩენას, ასევე თანხებს ისრაელისა და ტაივანისთვის, ღაზის სექტორის დახმარებისთვის და მექსიკა-აშშ-ს საზღვრის გაძლიერებისთვის.

6 დეკემბერს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კიდევ 175 მილიონი დოლარის პაკეტის გადაცემის შესახებ. საერთო ჯამში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, შეერთებულმა შტატებმა კიევს 44,2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების იარაღი და ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა.

XS
SM
MD
LG