პარიზის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა, ეიფელის კოშკი, ოთხშაბათს სტუმრებისთვის დაიხურა. მიზეზი თანამშრომლების გაფიცვაა. თანამშრომლები მმართველ კომპანიას ადანაშაულებენ იმაში, რომ ის მხოლოდ მოგებაზეა ორიენტირებული და საკმარის ყურადღებას არ აქცევს კოშკის ტექნიკურ უსაფრთხოებას და რემონტს.
გამაფრთხილებელი გაფიცვის ორგანიზატორმა პროფკავშირმა (CGT) თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ აქციის მიზანია ფინანსურიხარვეზებით გამოწვეულ პრობლემებზე მმართველი კომპანიის ყურადღების გამახვილება. გაფიცულების თქმით, მენეჯმენტი არასწორად აფასებს იმ მოქალაქეებისა და ტურისტების რაოდენობას, რომლებიც ყოველწლიურად სტუმრობენ კოშკს, და მის კარგ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად საჭირო ხარჯებს.
ისინი აფრთხილებენ, რომ თუ გაგრძელდება ტექნიკური პრობლემების იგნორირებაა, მაშინ პარიზში ოლიმპიური თამაშების გახსნის დროს ეიფელის კოშკი, შესაძლოა, საერთოდ დაიხუროს.