Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

12 წლის ანი იანუშაიტიტეს დედა ამბობს, რომ ფოტორობოტის მიხედვით ეძებენ დამნაშავეს


12 წლის ანი იანუშაიტიტე
12 წლის ანი იანუშაიტიტე

თბილისში, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანი იანუშაიტიტეს დედა ნატო ხუტაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ფოტორობოტის მიხედვით ეძებენ დამნაშავეს. არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებები საქართველო", რომელიც ოჯახის ინტერესებს იცავს, დამატებით აცხადებს, რომ ეს ფოტო შექმნილია შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტური დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 20 სექტემბერს.

ორგანიზაცია განმარტავს, რომ ფოტო შეიქმნა მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით და ის ვერ იქნება "აბსოლუტურად ზუსტი".

"უფლებები საქართველო" სთხოვს საზოგადოების ყველა წევრს, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოს აღნიშნული ფოტორობოტის საფუძველზე კონკრეტული ადამიანების სავარაუდო დამნაშავედ გამოცხადებას და თავი შეიკავოს საკუთარი ვერსიების საჯაროდ გავრცელებისგან", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

12 წლის ანი იანუშაიტიტე მეზობლებმა და ოჯახის წევრებმა 17 მარტის ღამეს დიდ დიღომში, სახლთან ახლოს, პეტრიწის 12 ნომერთან, ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიაზე იპოვეს. ეს ადგილი ბავშვის სახლის უკან, დაახლოებით 200 მეტრშია.

XS
SM
MD
LG