Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ორთაჭალაში ავარია მოხდა, არიან დაშავებულები

ორთაჭალაში ავარია მოხდა, არიან დაშავებულები


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

თბილისში, ორთაჭალაში, ვახტანგ გორგასლის გამზირზე, ავარია მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს დაეჯახა მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა.

შემთხვევის დროს დაშავდა 11 ადამიანი. სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო "სისხლი სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დარღვევის კვალიფიკაციით.

XS
SM
MD
LG