Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გადარჩენის შანსები გაზრდილია" - ბაღდათიდან თბილისში ჩაყვანილი ძაღლის ექიმი


ძაღლს ბლაგვი საგნით აქვს დაზიანებები მიყენებული. მას ოპერაცია ჩაუტარდა.
ძაღლს ბლაგვი საგნით აქვს დაზიანებები მიყენებული. მას ოპერაცია ჩაუტარდა.

24 საათზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ოპერაცია გაუკეთდა ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან თბილისში გადაყვანილ ძაღლს. "ვეტ-მედის" დირექტორი - ექიმი, რომელმაც ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაატარა - რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ძაღლის გადარჩენის შანსი გაიზარდა.

"ბოლო 24 საათში ძაღლის მდგომარეობა დასტაბილურდა. ნევროპათოლოგმა მკურნალობა დაუნიშნა და ველოდებით შედეგს. ჯერ ადრეა გაღვიძება... ყოველ 2 საათში უტარდება ანალიზები. გადარჩენის შანსები გაიზარდა დაახლოებით 20%-ით. ოპერაციის გარეშე გადარჩენა შეუძლებელი იყო", - ამბობს ოთარ მენაბდე.

24 დეკემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანდა, რომ მიუსაფარ ძაღლს მიყენებული ჰქონდა მძიმე დაზიანებები და პირიდან სისხლი სდიოდა. რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით. ამ მუხლით ცხოველის წამება ისჯება პატიმრობით.

XS
SM
MD
LG