Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგრადში ანტისამთავრობო გამოსვლებს სტუდენტები შეუერთდნენ


ბელგრადში ანტისამთავრობო გამოსვლებია, 2023 წლის 25 დეკემბერი
ბელგრადში ანტისამთავრობო გამოსვლებია, 2023 წლის 25 დეკემბერი

25 დეკემბერს ბელგრადში სტუდენტების ჯგუფები შეუერთდნენ ანტისამთავრობო დემონსტრაციებს - მათ სამთავრობო შენობებთან გზები დაბლოკეს, გასულ შაბათ-კვირას ჩატარებული არჩევნების მათი განცხადებით გაყალბების გამო. ქალაქის მუნიციპალიტეტის შენობასთან პოლიციამ ხალხის დაშლის მიზნით ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.

სტუდენტთა ლიდერები ითხოვდნენ მთავრობამ შესაძლებელი გახადოს წვდომა ამომრჩეველთა სიებზე, რათა შემოწმდეს შესაძლო დარღვევები 17 დეკემბრის კენჭისყრაში მონაწილე მოქალაქეებს შორის - მას მერე, რაც ადგილობრივმა და ევროპულმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ეჭვები გამოთქვეს ბევრი ბიულეტენის სისწორეზე.

ოპოზიციური ჯგუფები - რომლებსაც ხელმძღვანელობს პროევროპული კოალიცია "სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ" - აცხადებენ, რომ პოპულისტური სულისკვეთების პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის მმართველმა, სერბეთის პროგრესულმა პარტიამ (SNS) ეთნიკური სერბები ჩაიყვანა ბოსნია-ჰერცეგოვინიდან და ყოფილი იუგოსლავიის სხვა რესპუბლიკებიდან, რათა მათ ბელგრადში მიეცათ ხმა საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებში და გამარჯვება SNS-სს დარჩენოდა.

დასავლურმა დამკვირვებლებმა, მათ შორის ეუთომ ასევე მწვავედ გააკრიტიკეს მმართველი პარტიის მხრიდან მედიის კონტროლი და ზეწოლის ტაქტიკა წინასაარჩევნო კამპანიისას.

ვუჩიჩი და მისი მთავრობა უარყოფენ ბრალდებებს ამომრჩეველთა სიებში დარღვევების შესახებ და აცხადებენ, რომ არჩევნები დემოკრატიულ პირობებში გაიმართა.

გასულ ღამეს ბელგრადში დააკავეს ათობით მოქალაქე, სულ მცირე შვიდი პოლიციელი დაშავდა მაშინ, როცა პოლიცია ცდილობდა არ დაეშვა ოპოზიციის ასობით მომხრის შეჭრა ქალაქის მუნიციპალიტეტის შენობაში.

XS
SM
MD
LG