Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაგლოევმა ცხინვალელ ბავშვებს ომიდან მამების დაბრუნება უსურვა


ალან გაგლოევი ნაძვის ხის საზეიმო გახსნაზე. 25 დეკემბერი, 2023 წელი
ალან გაგლოევი ნაძვის ხის საზეიმო გახსნაზე. 25 დეკემბერი, 2023 წელი

ოკუპირებულ ცხინვალში, თეატრალურ მოედანზე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავარი ნაძვის ხის საზეიმო გახსნა გაიმართა. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერმა ალან გაგლოევმა ბავშვებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

„მინდა მივულოცო ჩვენს შვილებს ახალი წელი, რათა მათ ოჯახთან ერთად ბედნიერად აღნიშნონ. ყველა ადამიანი თავის ოცნებებს ახალ წელს უკავშირებს და ვუსურვებ მათ ასრულებას“, - განაცხადა მან.

გაგლოევმა აღნიშნა, რომ ბევრი ბავშვი ელოდება მამების დაბრუნებას „სპეციალური სამხედრო ოპერაციიდან“ ( მოსკოვსა და ცხინვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრას, სამხედრო ოპერაციას უწოდებენ).

„ყველას ვუსურვებ, რომ ოსი ხალხის სურვილები ასრულდეს და ყველა მამა უვნებელი დაბრუნდეს სახლში“, - დასძინა მან.

ღია წყაროების ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის 40-მდე მკვიდრი დაიღუპა. რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის კონტრაქტით მომსახურე სამხედროები, ცხინვალიდან უკრაინაში შარშან ორ ეტაპად გაამგზავრეს. გასული წლის 16 მარტს სოციალური ქსელებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კადრებიც გავრცელდა. მოგვიანებით, 300 ცხინვალელი ჯარისკაცი უკრაინიდან დაბრუნდა და იქ არსებულ საშინელ პირობებზე ალაპარაკდა. ნათესავებისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ისინი ამბობდნენ, რომ აღჭურვილობისა და ნორმალური ტექნიკის გარეშე, პირდაპირ ბრძოლის ველზე გაუშვეს და „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ.

XS
SM
MD
LG