ერთი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 11 სახლი დაზიანდა კვირას ღამით სოჭში მოვარდნილი ქარიშხლის შედეგად. შტორმმა ქალაქში მოგლიჯა ხეები და დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, როს გამოც ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 11,8 ათასი ადგილობრივი მცხოვრები.
ქარიშხალმა და ძლიერმა წვიმებმა ქალაქის ცენტრში მეწყერი გამოიწვია, რამაც მთავარი წყალმომარაგების სისტემა დააზიანა. რამდენიმე ქუჩა წყალმომარაგების გარეშე დარჩა. ადგილობრივი ხელისუფლება იქ სასმელი წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს.
შტორმით გამოწვეული საფრთხის გამო, სოჭის აეროპორტში მინიმუმ 18 რეისი გადაიდო. ხალხი რამდენიმე საათს ატარებს აეროპორტებში და ელოდება თვითმფრინავის აფრენის ნებართვას.
ნომებრის ბოლოს შტორმი თავდა დაატყდა საქართველოს სანაპიროსაც ბათუმში, სადაც დააზიანა ბათუმის ბულვარის ინფრასტრუქტურა. წყალმა დატბორა ახალი ბულვარის საფეხმავლო ნაწილი და ნინოშვილის ქუჩის მნიშვნელოვანი ნაწილი.
შავ ზღვაზე ძლიერი შტორმის გამო ასეულობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში. ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, 500-მდე ადამიანია ევაკუირებული დატბორილი ტერიტორიებიდან ევპატორიასა და სევასტოპოლში.