Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონელი გადამზიდველები საშობაოდაც აპირებენ უკრაინასთან არსებული ერთ-ერთი გადასასვლელის ბლოკირებას


"დოროჰუსკის" “სასაზღვრო გადასასვლელის ბლოკირება არ ეხება ჰუმანიტარულ დახმარებას და სამხედრო ტექნიკას, - აცხადებს ედიტა ოზიგალა, საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
"დოროჰუსკის" “სასაზღვრო გადასასვლელის ბლოკირება არ ეხება ჰუმანიტარულ დახმარებას და სამხედრო ტექნიკას, - აცხადებს ედიტა ოზიგალა, საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „დოროჰუსკთან“ თავმოყრილმა პოლონელმა გადამზიდველებმა განაცხადეს, რომ საშობაოდაც გააგრძელებენ უკრაინასთან დამაკავშირებელი გადასასვლელის ბლოკირებას და ყოველ სამ საათში მხოლოდ ერთ კომერციულ სატვირთოს გაატარებენ. მანამდე ყოველ ერთ საათში სამ სატვირთოს ატარებდნენ.

„ჩვენ ვაძლიერებთ პროტესტს“, - განუცხადა Reuters-ს დიდი სატვირთო მანქანების საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ედიტა ოზიგალამ, რომელმაც დასძინა, რომ ბლოკირება არ ეხება ჰუმანიტარულ დახმარებას და სამხედრო ტექნიკას.

ამ განცხადებამ გაიჟღერა იმ ფონზე, როდესაც პოლონელი ფერმერები, რომლებსაც ბლოკირებული აქვთ კიდევ ერთი, „შეგინი-მედიკის“ სასაზღვრო გადასასვლელი, 24 დეკემბერს სადღესასწაულო დღეებში მის განბლოკვაზე შეთანხმდნენ.

პოლონელმა გადამზიდავებმა 6 ნოემბერს უკრაინის საზღვარზე სატვირთო მიმოსვლა გადაკეტეს. მათ მოთხოვნებს შორის იყო უკრაინის საერთაშორისო გადამზიდავებისთვის ე.წ. უვიზო სატრანსპორტო რეჟიმის გაუქმება, რომელიც უკრაინულ სატრანსპორტო კომპანიებს ევროკავშირის ბაზარზე ოპერირების საშუალებას აძლევდა. პოლონურ გადამზიდავებს, რომლებსაც ევროკავშირში ყველაზე დიდი ავტოპარკი აქვთ, უკრაინულთან კონკურენციის ეშინიათ, აღნიშნავს Forbes-ის უკრაინული გამოშვება. მსგავსი ქმედება შემდგომში ასევე სლოვაკეთ-უკრაინის საზღვარზეც განხორციელდა.

XS
SM
MD
LG