სტიქიამ პრობლემები შექმნა კახეთის რეგიონში. ყვარელსა და ქალაქთან ახლოს მდებარე სოფლებში ძლიერმა ქარმა სულ მცირე 20 საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.
ქარმა ახმეტასა და ლაგოდეხის რამდენიმე სოფელში მრავალწლიანი ხეებიც მოგლიჯა და ცენტრალური მაგისტრალები ჩახერგა.
დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
რადიო თავისუფლებას ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში უთხრეს, რომ სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.
სტიქიის ზონაში მუშაობენ სამაშველო ჯგუფები. პირველ რიგში გზებს წმენდენ.