კრემლმა 22 დეკემბერს, The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, „ვაგნერის“ მეთაურის სიკვდილის რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის მიერ ორგანიზების შესახებ, უწოდა pulp fiction - „ბულვარული საკითხავი“.
კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინის სიკვდილის Wall Street Journal-ისეული "კონსპიროლოგიური ვერსია" უნდა მივაკუთვნოთ pulp fiction-ს, "ბულვარულ საკითხავს".
WSJ-ს მიხედვით, პრიგოჟინის კერძო თვითმფრინავი ჩამოაგდეს ფრთის ქვეშ მოთავსებული პატარა ბომბით. გაზეთის თანახმად, პატრუშევმა 2022 წლის ზაფხულში დაიწყო პუტინის გაფრთხილება პრიგოჟინის მზარდი გავლენით გამოწვეული საფრთხის შესახებ. მაგრამ რუსეთის პრეზიდენტმა ყურად არ იღო მისი სიტყვები, რადგან, კრემლის რწმენით, „ვაგნერის“ დაქირავებულმა რაზმებმა წარმატებას მიაღწიეს უკრაინის ბრძოლის ველზე.
გამოცემის ერთ-ერთი ანონიმი წყაროს, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის თანახმად, ვითარება 2022 წლის ოქტომბერში შეიცვალა. პრიგოჟინი, დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფის, "ვაგნერის" ლიდერი, ხელმძღვანელობდა ამბოხს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ ივნისში და 23 აგვისტოს ის ავიაკატასტროფაში დაიღუპა.