Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„შავი ლომი“ ზედიზედ მესამედ გახდა „რაგბი ევროპის“ სუპერთასის ჩემპიონი


თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე, გამართულ ფინალში გუნდმა გადამწყვეტ მატჩში ზედიზედ მეორედ დაამარცხა „თელ-ავივ ჰითი“.
თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე, გამართულ ფინალში გუნდმა გადამწყვეტ მატჩში ზედიზედ მეორედ დაამარცხა „თელ-ავივ ჰითი“.

„რაგბი ევროპის“ სუპერთასის მესამე სეზონი, წინა ორის მსგავსად, საქართველოს კლუბის - „შავი ლომის“ - ტრიუმფით დასრულდა.

თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე, გამართულ ფინალში, ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა გადამწყვეტ მატჩში ზედიზედ მეორედ დაამარცხა „თელ-ავივ ჰითი“.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი მოიგეს ანგარიშით 24:7. შესვენების შემდეგ მათ სათამაშო უპირატესობის შენარჩუნება გაუჭირდათ, თავიანთ ანგარიშს მხოლოდ სამი ქულა შემატეს. ამას ორი მორაგბის გაძევებაც დაემატა.

„შავმა ლომმა“ თამაში ცამეტი კაცით და ათქულიანი ჰანდიკაპით დაასრულა ანგარიშით 27:17.

XS
SM
MD
LG