Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში კახა კუჭავა და ეკატერინე ტიკარაძე აღარ იქნებიან


ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების" თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების" თავმჯდომარე

მმართველი პარტია ყრილობისთვის ემზადება. როგორც „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, 30 დეკემბერს დანიშნულ ყრილობაზე იგეგმება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობის განახლება. მისი განმარტებით, მცირე ცვლილებები შევა წესდებაში და პარტიის აღმასრულებელი ორგანო 20-ის ნაცვლად, 15 წევრით განისაზღვრება.

ირაკლი კობახიძემ ჩამოთვალა კანდიდატები, რომლებსაც „ქართული ოცნების" განახლებულ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში აირჩევენ. 15 კანდიდატს შორის ვერ მოხვდნენ პოლიტიკური საბჭოს ამჟამინდელი წევრები, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კახა კუჭავა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში კახა კუჭავა და ეკატერინე ტიკარაძე, ფაქტობრივად, ჩართული არ იყვნენ პარტიულ საქმიანობაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, მათთან გვქონდა საუბარი. ისინი აღარ არიან წარმოდგენილი პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უცვლელი იქნება დანარჩენი შემადგენლობა (15 წევრი ამჟამად მოქმედი 17 არჩევითი წევრიდან), რომელიც ყრილობას წარედგინება დასამტკიცებლად:

  • ირაკლი ღარიბაშვილი;
  • კახა კალაძე;
  • შალვა პაპუაშვილი;
  • მამუკა მდინარაძე;
  • დიმიტრი სამხარაძე;
  • თეა წულუკიანი;
  • ვახტანგ გომელაური;
  • თორნიკე რიჟვაძე;
  • გიორგი ვოლსკი;
  • არჩილ თალაკვაძე;
  • ირაკლი ჩიქოვანი;
  • ანრი ოხანაშვილი;
  • ნიკოლოზ სამხარაძე;
  • მაკა ბოჭორიშვილი;
  • მარიამ ქვრივიშვილი.
  • პარტიის წესდების თანახმად, პოლიტიკურ საბჭოში თანამდებობრივად შედის თავმჯდომარე [ირაკლი კობახიძე].
XS
SM
MD
LG