Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინაში რუსეთის ჯარების მსხვილი გარღვევა არ არის მოსალოდნელი


უკრაინამ მნიშვნელოვანი რესურსების მობილიზება მოახდინა საველე ფორტიფიკაციების გასამაგრებლად, ვინაიდან მისი ჯარები თავდაცვით ტაქტიკაზე გადადის ფრონტის უდიდეს ნაწილზე, აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა თავის ყოველდღიურ ანგარიშში.

დეკემბრის შუა რიცხვებში უკრაინა ბელარუსის საზღვრის გასწვრივ თავდაცვით ზღუდეს აძლიერებდა „დრაკონის კბილებით“, მავთულხლართებითა და ტანკსაწინააღმდეგო თხრილებით.

რუსეთის არმია განაგრძობს ლოკალური ხასიათის იერიშების მცდელობებს რამდენიმე სექტორში, მაგრამ ცალკეული შეტევები იშვიათად ტარდება ოცეულზე უფრო დიდი რაოდენობის შენაერთებით. რუსეთის მსხვილი გარღვევა ნაკლებად არის მოსალოდნელი და მთლიანობაში ფრონტზე სტაგნაციის პერიოდი შეინიშნება, მიაჩნიათ ბრიტანელ სამხედრო ექსპერტებს.

XS
SM
MD
LG