Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

HRW: რუსეთი ოკუპირებულ არეალებში მცხოვრებ უკრაინელებს თავის ჯარში სამსახურს აიძულებს


HRW: რუსეთი ოკუპირებულ არეალებში მცხოვრებ უკრაინელებს თავის ჯარში სამსახურს აიძულებს. 2023 წლის 20 დეკემბერი
HRW: რუსეთი ოკუპირებულ არეალებში მცხოვრებ უკრაინელებს თავის ჯარში სამსახურს აიძულებს. 2023 წლის 20 დეკემბერი

რუსეთის მესვეურები განაგრძობენ უკრაინის აღმოსავლეთში, რუსული ძალების მიერ ოკუპირებულ არეალებში მცხოვრები უკრაინელების იძულებას, იმსახურონ რუსულ ჯარში - აცხადებს ორგანიზაცია "ჰიუმან რაიტს უოჩი" (HRW) 20 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში და დასძენს, რომ ამგვარი პრაქტიკა "ომის დანაშაულია".

"რუსეთის ოფიციალური პირები უკრაინის ოკუპირებულ არეალებში ღიად და უკანონოდ აიძულებენ კაცებს თავიანთი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლას, - ამბობს ორგანიზაციის ევროპისა და შუა აზიის განყოფილების ხელმძღვანელი ჰიუ უილიამსონი, - ნაკლებად თვალში მოსახვედრია მათი პრაქტიკა რუსეთის ძალებში გასაწევრიანებლად ზეწოლა განახორციელონ დაკავებულ უკრაინელებზე, რომლებიც ვერსად დაიმალებიან ან გაიქცევიან", - დასძენს ის.

XS
SM
MD
LG