Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კამერონი: საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უკრაინას მხარში დაუდგებიან „რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“


დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კამერონი (მარჯვნივ) კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად. 15 ნოემბერი, 2023 წელი
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კამერონი (მარჯვნივ) კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად. 15 ნოემბერი, 2023 წელი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა 19 დეკემბერს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა და საფრანგეთი რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინას იმდენ ხანს დაუდგებიან მხარში, „რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“.

კამერონმა თქვა ასევე, რომ „მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დამარცხდეს".

კამერონმა ეს განაცხადა უკრაინის შეშფოთების ფონზე, რომ შეიძლება ბზარი გაუჩნდეს დასავლეთის ერთობას რუსეთთან ბრძოლის საქმეში.

AFP-ს მოჰყავს კამერონის სიტყვები, რომ „ბრიტანეთი და საფრანგეთი იყვნენ და იქნებიან უკრაინის მტკიცე მხარდამჭერები და ჩვენ ასეთად დავრჩებით იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“. ეს კამერონმა თავის ფრანგ კოლეგა კატრინ კოლონასთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა. მან თავის ნათქვამს დასძინა, რომ „ეჭვი არ მეპარება, რომ პუტინის დამარცხებას მივაღწევთ“.

XS
SM
MD
LG