Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალ-სისი მესამე ვადით გახდა ეგვიპტის პრეზიდენტი, ხმათა 89,6 პროცენტით


აბდელ ფატა ალ-სისი მესამე ვადით გახდა ეგვიპტის პრეზიდენტი
აბდელ ფატა ალ-სისი მესამე ვადით გახდა ეგვიპტის პრეზიდენტი

ეგვიპტეში აბდელ ფატა ალ-სისიმ მესამე ვადით მოიპოვა პრეზიდენტობა არჩევნებში, სადაც სერიოზული მეტოქეები არ ჰყოლია. არჩევნების შედეგი საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა.

ალ-სისიმ არჩევნებს უწოდა მეზობელ ღაზაში მიმდინარე "არაჰუმანური ომის" უარყოფა.

ალ-სისის ხმათა 89,6 პროცენტი ერგო კენჭისყრაში, რომელიც გაიმართა ეგვიპტეში გაღვივებული ეკონომიკური კრიზისის პირობებში. ამასთან, ეგვიპტე ცდილობს გაუმკლავდეს ეგვიპტის სინაის ნახევარკუნძულთან მიმდინარე ომის გავრცელების საფრთხეს.

ამომრჩეველთა ნაწილი აცხადებდა, რომ ალ-სისისთვის ხმის მიცემისკენ მათ უბიძგა ღაზაში მიმდინარე ომმა - რადგან ალ-სისი საკუთარ თავს წარმოაჩენს სტაბილურობის გარანტორად მღელვარე რეგიონში.

XS
SM
MD
LG