Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის შს მინისტრი საქართველოს ეწვია


[მარცხნივ] შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და გერმანიის შს მინისტრი ნენსი ფეზერი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. 18 დეკემბერი, 2023 წელი
[მარცხნივ] შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და გერმანიის შს მინისტრი ნენსი ფეზერი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. 18 დეკემბერი, 2023 წელი

გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრი, ნენსი ფეზერი დელეგაციასთან ერთად საქართველოს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ფეზერი ხვალ, 19 დეკემბერს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს შეხვდება.

შსს-ს ინფორმაციით, დაგეგმილია საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა.

უწყება განმარტავს, რომ შეთანხმება ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, რაც გულისხმობს თანამშრომლობის გაძლიერებას საქართველოს იმ მოქალაქეთა რეადმისიისა და რეინტეგრაციისთვის, რომლებიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმს დაარღვევენ.

მათივე ცნობით, შეთანხმება ასევე მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ამასთანავე ქართველი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის მეტი ინტენსივობით განხორციელდება საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამები.

15 დეკემბერს, გერმანიის პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო აქტი საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარების შესახებ. ზედა პალატის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ გერმანია შეძლებს დააჩქაროს თავშესაფრის განცხადებების განხილვა და უფრო სწრაფად გაუკეთოს დეპორტაცია მათ, ვინც თავშესაფარს ვერ მიიღებს.

XS
SM
MD
LG