Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ისრაელი მზარდი ზეწოლის ქვეშაა ღაზაში ომის გამო, სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის მატების ფონზე

ისრაელი მზარდი ზეწოლის ქვეშაა ღაზაში ომის გამო, სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის მატების ფონზე


ისრაელი მზარდი საერთაშორისო ზეწოლის ქვეშაა ღაზაში ომის გამო,
ისრაელი მზარდი საერთაშორისო ზეწოლის ქვეშაა ღაზაში ომის გამო,

იზრდება ზეწოლა ისრაელზე, მის მიერ ღაზაში წარმოებული ომის დროს სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის მაღალი რიცხვისა და საავადმყოფოების განადგურების გამო.

19 დეკემბერს გაეროს უშიშროების საბჭო კენჭს უყრის რეზოლუციას, რომელიც გამოდის მოწოდებით "საომარი მოქმედებების დაუყოვნებელი და მდგრადი შეწყვეტისკენ".

ღაზაში ომს წინ უძღოდა აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული "ჰამასის" მეომრების თავდასხმა ისრაელზე, 7 ოქტომბერს - ისრაელი აცხადებს, რომ "ჰამასის" წევრებმა მოკლეს 1139 ადამიანი, ძირითადად სამოქალაქო პირები, და გაიტაცეს 250 პირი.

ჰამასის მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ისრაელის მხრიდან საპასუხო ომს ემსხვერპლა 18,800-ზე მეტი ადამიანი, ძირითადად ქალები და ბავშვები.

ინტენსიური ბრძოლის შედეგად, ღაზის სექტორის მოსახლეობის დიდი ნაწილი უსახლკაროდ დარჩა, ხალხს არ აქვს საკვები, საწვავი, წყალი და მედიკამენტები.

XS
SM
MD
LG