თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს 17 დეკემბერს სატელეფონო საუბრისას სთხოვა ვაშინგტონმა თავისი გავლენა გამოიყენოს საიმისოდ, რომ ისრაელმა შეაჩეროს თავდასხმები ღაზაზე და დასავლეთის სანაპიროზე - ამბობს წყარო თურქეთის დიპლომატიური წრეებიდან.
ფიდანმა ბლინკენს უთხრა, რომ ცეცხლის სრულად შეწყვეტის მიღწევის შემდეგ ისრაელი მოლაპარაკების მაგიდას უნდა მიუჯდეს და განიხილოს ვითარების გადაწყვეტა ორი სახელმწიფოს დაარსების ფორმით - დასძენს წყარო.
ამავე წყაროს ინფორმაციით, მხარეებმა ასევე ისაუბრეს შვედეთის მისწრაფებაზე ნატოში გაწევრიანებისაკენ - რისი რატიფიკაციაც თურქეთის პარლამენტს ჯერ არ მოუხდენია - და თურქეთის სურვილზე აშშ-სგან შეიძინოს F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები.