რუსეთი არ არის დაინტერესებული შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების მოქმედების გახანგრძლივებით - იუწყება სააგენტო RIA 17 დეკემბერს, სოფლის მეურნეობის მინისტრ დმიტრი პატრუშევზე დაყრდნობით.
მინისტრი დასძენს, რომ ეს, დიდწილად, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მაგრამ რუსეთი გააგრძელებს თავისი მარცვლეულის ექსპორტს, რადგან მას ჰყავს მყიდველები.
რუსეთი ივნისში გავიდა შეთანხმებიდან, რომელიც შესაძლებელს ხდიდა უკრაინის მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტს შავი ზღვის პორტებიდან. შეთანხმებიდან გასვლის მიზეზად რუსეთი ასახელებს იმ გარემოებებს, რომ შეთანხმება მარცვლეულს არ აწვდიდა ყველაზე ღარიბ ქვეყნებს, და რომ მას თავად აქვს წინაღობები საკუთარი მარცვლეულისა და სასუქების ექსპორტის პროცესში.