პროდასავლური ორიენტაციის მქონე მოლდოვამ 17 დეკემბერს დაიწყო სამხედრო წვრთნა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის სიახლოვეს - აცხადებს თავდაცვის სამინისტრო და დასძენს, რომ მანევრები 22 დეკემბრამდე გაგრძელდება.
მოლდოვის არმიის განცხადებით, მანევრები ჩატარდება ბულბოაკას საწვრთნელ ცენტრში.
ფეისბუკით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს სამხედრო მანქანები, რომლებიც რეგიონის გზებით გადაადგილდებიან.
რუსეთს დნესტრისპირეთში 1000-ზე მეტი სამხედრო ჰყავს განთავსებული, "მშვიდობის დამცველების" სტატუსით.
მოლდოვის პარლამენტმა 15 დეკემბერს დაამტკიცა ეროვნული უსაფრთხოების პროდასავლური სტრატეგია - ამ ინიციატივას მიესალმა ქვეყნის პრეზიდენტი, მაია სანდუ და მას უწოდა უსაფრთხოებისკენ და სტაბილურობისკენ გადადგმული ნაბიჯი.