Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზაში მსხვილი სასაზღვრო პუნქტიდან პირველად შევიდა ჰუმანიტარული დახმარების მანქანები


ღაზაში მსხვილი სასაზღვრო პუნქტიდან შევიდა ჰუმანიტარული დახმარება, 2023 წლის 17 დეკემბერი
ღაზაში მსხვილი სასაზღვრო პუნქტიდან შევიდა ჰუმანიტარული დახმარება, 2023 წლის 17 დეკემბერი

ისრაელსა და ღაზას შორის ომის დაწყებიდან პირველად გაიხსნა მსხვილი სასაზღვრო პუნქტი ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული მანქანებისთვის.

კერემ შალომის სასაზღვრო პუნქტის გახსნა 17 დეკემბერს გამოაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის წარმომადგენელმა. ეს პუნქტი ჰუმანიტარული სატვირთო მანქანებისთვის 7 ოქტომბრის შემდეგ რჩებოდა დახურული - როცა აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული "ჰამასის" მებრძოლებმა იერიში მიიტანეს ისრაელის სამხრეთზე.

ისრაელი გასულ კვირაში დათანხმდა სასაზღვრო პუნქტის გახსნას.

ისრაელის საპასუხო შეტევის დაწყებიდან ღაზაში დაიღუპა 19 000-მდე ადამიანი, სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლმა ბიძგი მისცა საერთაშორისო მოწოდებებს ცეცხლის შეწყვეტისკენ. მოსახლეობის დიდი ნაწილი თავს აფარებს სექტორის სამხრეთ ნაწილებს, გადატვირთულ თავშესაფრებსა და კარვებში.

XS
SM
MD
LG