რუს-ამერიკელ ავტორს, მაშა გესენს გერმანიის ქალაქ ბრემენში 16 დეკემბერს მიენიჭა ჰანა არენდტის სახელობის პრემია პოლიტიკური აზროვნებისთვის - ერთი დღის დაგვიანებით, რომელიც გამოიწვია გესენის მხრიდან ღაზაში მიმდინარე ომის შესახებ გაკეთებული განცხადებების კრიტიკამ.
ცერემონია ბრემენის მუნიციპალიტეტის სასახლეში 15 დეკემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ გადაიდო და უფრო მცირე დარბაზში მოეწყო - მას მერე, რაც გერმანიაში ბევრი გაანაწყენა გესენის მხრიდან ღაზის სექტორში არსებული ვითარების შედარებამ ებრაელთა გეტოებთან, გერმანელების მიერ ოკუპირებულ ევროპაში, მეორე მსოფლიო ომის დროს.
ჟიურიმ გესენს არენდტის სახელობის პრემია მიანიჭა რუსეთის გაშუქების გამო.
გესენი 1967 წელს დაიბადა მოსკოვში და ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს.