Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთის ვეტოს ფონზე, ევროკავშირი უკრაინის დასახმარებლად ეძებს "პოტენციურ ალტერნატივებს"


ურზულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი
ურზულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკავშირის ლიდერებმა 15 დეკემბერს გამოთქვეს რწმენა, რომ გზას გაუხსნიან დახმარებას, რომელიც უკრაინას 2024 წლის დასაწყისში უნდა გამოეყოს, უნგრეთის მხრიდან ვეტოს მიუხედავად.

ერთი დღით ადრე, უნგრეთის გამოკლებით ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა შეთანხმდა უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებაზე, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიუხედავად.

მაგრამ ბუდაპეშტი ევროკავშირის საბიუჯეტო მოლაპარაკებას - მათ შორის უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფას - უკავშირებს ევროკავშირის გაყინულ თანხებს უნგრეთისთვის.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურზულა ფონ დერ ლაიენის თქმით, "ახლა ასევე საჭიროა მუშაობა პოტენციურ ალტერნატივებზე, რათა ამ საქმეს ოპერატიული გადაჭრა მოეძებნოს... ერთსულოვნება შეუძლებელია".

XS
SM
MD
LG