Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი უკრაინისა და ევროპისთვის "გამარჯვებას" უწოდებს ევროკავშირის გადაწყვეტილებას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებაზე


ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმა ევროკავშირის ლიდერების მიერ 14 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას კიევთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებაზე და მას უწოდა "გამარჯვება" თავისი ქვეყნისა და ევროპისთვის.

"ეს არის გამარჯვება უკრაინისთვის. გამარჯვება მთელი ევროპისთვის. გამარჯვება, რომელიც მოტივაციას გვაძლევს, შთაგვაგონებს და გვაძლიერებს", - წერს ზელენსკი პლატფორმაზე X-ზე.

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა.

ევროკავშირის მხრიდან უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყების გადაწყვეტილების მიღება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გამოაცხადა პლატფორმაზე X-ზე.

ევროკავშირი მოლაპარაკებას დაიწყებს ბოსნია და ჰერცეგოვინასთანაც, "როგორც კი დაკმაყოფილებული იქნება წევრობის კრიტერიუმების აუცილებელი ხარისხი", - წერს შარლ მიშელი.

XS
SM
MD
LG