Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის პროკურორები: თავდასხმების დაგეგმვის ეჭვის საფუძველზე დაკავებულია "ჰამასის" ოთხი წევრი


თავდასხმების დაგეგმვის ეჭვის საფუძველზე ევროპაში დააკავეს "ჰამასის" ოთხი წევრი.
თავდასხმების დაგეგმვის ეჭვის საფუძველზე ევროპაში დააკავეს "ჰამასის" ოთხი წევრი.

გერმანელი პროკურორები 14 დეკემბერს აცხადებენ, რომ ევროპაში ებრაულ ინსტიტუტებზე თავდასხმების დაგეგმვის ეჭვის საფუძველზე დაკავებულია აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული "ჰამასის" ოთხი წევრი.

სამი ეჭვმიტანილი დააკავეს ბერლინში, მეოთხე - ჰოლანდიაში.

გერმანიის იუსტიციის მინისტრი მარკო ბუშმანი განცხადებაში წერს, რომ ბოლო კვირებში ქვეყანაში გახშირდა თავდასხმები ებრაელებსა და ებრაულ ინსტიტუტებზე.

"რაც შეგვიძლია ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენს ქვეყანაში ებრაელებს აღარ ჰქონდეთ თავიანთი უსაფრთხოების შიში", - წერს მინისტრი.

XS
SM
MD
LG