Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთის პრემიერს სურს, წლის ბოლომდე დაიწყოს უკრაინასთან ევროკავშირის გაფართოების საკითხზე მოლაპარაკება


პედრო სანჩესი, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი
პედრო სანჩესი, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის გაფართოების საკითხზე უკრაინასთან მოლაპარაკებას დაიწყებს მანამ, სანამ ესპანეთს 31 დეკემბერს ამოეწურება ბლოკის საბჭოს მორიგე, ექვსთვიანი თავმჯდომარეობის ვადა.

"ესპანეთის პრემიერობის ვადა დავიწყე კიევში ვიზიტით და იმედი მაქვს, მას დავასრულებ ამ ქვეყანასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების გახსნით იმ ფონზე, როცა უკვე ცნობილია ევროკომისიის ანგარიში", - უთხრა სანჩესმა ევროპის პარლამენტის წევრებს.

გასულ თვეში ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაცია გასცა.

XS
SM
MD
LG