Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI-ის კვლევა: "ქართული ოცნება" - 19%; "ნაციონალური მოძრაობა" - 4%


ფოტოკოლაჟი: "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ლოგოები
ფოტოკოლაჟი: "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ლოგოები

NDI-ის, "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია. კვლევის შედეგები დღეს, 11 დეკემბერს, გამოქვეყნდა. პასუხების გაცემისას რესპონდენტების არჩევანი ანონიმური რჩებოდა.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას მათთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულმა მოქალაქეებმა ასე უპასუხეს:

  • არცერთი პარტია - 47%;
  • "ქართული ოცნება" - 19%;
  • უარი პასუხზე - 13%;
  • არ ვიცი - 6%;
  • "ნაციონალური მოძრაობა" - 4%;
  • სხვა პარტიები - 12%.

"მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება", - წერია ანგარიშში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ "ქართული ოცნების" მხარდაჭერა ახალგაზრდებში შედარებით დაბალია.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა NDI-ის დაკვეთით 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში პირისპირ გამოკითხვის გზით ჩაატარა "CRRC საქართველომ". კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.

სულ გამოიკითხა 2068 ადამიანი, საშუალო ცდომილებაა 2,2 პროცენტი.

XS
SM
MD
LG