Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არმია „ჰამასის“ განადგურების გადაწყვეტილებას არ ცვლის - ნეთანიაჰუ


ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. თელ-ავივი. 28 ოქტომბერი, 2023 წელი
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. თელ-ავივი. 28 ოქტომბერი, 2023 წელი

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უარყო საერთაშორისო მოწოდებები ღაზაში ომის დამთავრებისკენ. ნეთანიაჰუს სიტყვებით, ეს ვერ თანხმდება მიზანთან, განადგურდეს „ჰამასი,“ რომელიც აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად არის მიჩნეული.

კაბინეტის სხდომაზე ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ამის შესახებ აცნობა საფრანგეთის, გერმანიისა და სხვა ქვეყნების მთავრობებს.

კატარი, რომელიც ადრეც შუამავალი იყო ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში, კვლავ ცდილობს მხარეები დაითანხმოს ცეცხლის ჰუმანიტარული მიზნით შეწყვეტაზე. კატარის პრემიერ-მინისტრმა ალ-ტანიმ დოჰაში განაცხადა, რომ პარტნიორებთან ზავის შესახებ მოლაპარაკება გრძელდება. საქმე ეხება ისრაელელი მძევლების განთავისუფლებას და ომის დასრულებას. თუმცა კონფლიქტის ორი მხრიდან ომის დასრულებისთვის ერთნაირი მზადყოფნა არ ჩანს, თქვა მან.

ისრაელის არმია განაგრძობს „ჰამასის“ წინააღმდეგ იერიშს ღაზის სექტორის სამხრეთში. ისრაელის არმიის თანახმად, მან დარტყმა მიაყენა 250 სამიზნეს ხმელეთიდან, ჰაერიდან და ზღვიდან. „ჰამასის“ მონაცემებით, ბრძოლა უპირატესად მიმდინარეობს ქალაქ ხან-იუნისის რეგიონში.

XS
SM
MD
LG