Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსლოში მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიალი გაიმართა


წლევანდელი ნობელიანტის, ნარგეს მოჰამადის შვილები ალი და კიანა რაჰმანიები ნობელის მშვიდობის პრემიით ხელში. ოსლო.10 დეკემბერი
წლევანდელი ნობელიანტის, ნარგეს მოჰამადის შვილები ალი და კიანა რაჰმანიები ნობელის მშვიდობის პრემიით ხელში. ოსლო.10 დეკემბერი

ირანის ხალხი ბოლოს და ბოლოს დაძლევს მთავრობის მიერ თავსმოხვეულ ავტორიტარიზმს, მთავრობისა, რომელმაც დაკარგა ლეგიტიმურობა და საზოგადოების მხარდაჭერა, - განაცხადა ნარგეს მოჰამადიმ, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის წლევანდელმა ლაურეატმა.

მოჰამადი თეირანში, საპატიმროში, იმყოფება. მისი განცხადება ოსლოში, პრემიის გადაცემის ცერემონიალზე, საჯაროდ წაიკითხეს, ხოლო პრემია გადაეცა მის შვილებს, 17 წლის ტყუპებს, ქიანა და ალი რაჰმანიებს.

ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა 51 წლის მოჰამადის პრემია მიანიჭა „ქალების ჩაგვრის წინააღმდეგ“ არაძალადობრივი ბრძოლისთვის და ისლამურ რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების წინ წამოწევისთვის.

მშვიდობის დარგში ნობელის პრემია დაახლოებით ერთი მილიონი დოლარია.

მოჰამადი თეირანის ევინის საპატიმროდან გამოგზავნილ განცხადებაში აღნიშნავს, რომ „ირანის ხალხი სიმტკიცეს გამოიჩენს და გადალახავს რეპრესიებს და ავტორიტარიზმს. ეჭვი არ შეგეპაროთ, ეს უდავოა“.

ნარგეს მოჰამადი არაერთ სასჯელს იხდის ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ პროპაგანდის გავრცელების ბრალდებით.

XS
SM
MD
LG