Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ირანელი ლაურეატი კვლავ შიმშილობას აცხადებს


ამჟამად ნარგეს მოჰამადი საპატიმროშია „სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდის“ ბრალდებით.
ამჟამად ნარგეს მოჰამადი საპატიმროშია „სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდის“ ბრალდებით.

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატი, ირანელი უფლებადამცავი ნარგეს მოჰამადი, 10 დეკემბრიდან აპირებს შიმშილობა გამოაცხადოს.

მისი ოჯახის წევრებმა, რომლებიც ოსლოში იმყოფებიან, განაცხადეს, რომ მოჰამადი ამით სოლიდარობას უცხადებს რელიგიურ უმცირესობას ირანში - ბაჰაის მიმდევრებს, რომლებიც ისლამურ რესპუბლიკაში იდევნებიან.

ნარგეს მოჰამადის ქმარს და ძმას, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, ნორვეგიის დედაქალაქში საზეიმო ცერემონიაზე როგორც წარმომადგენლებს გადაეცემათ ნობელის პრემია.

ბაჰაი ირანის უდიდესი რელიგიური უმცირესობაა, რომლის მთავარი მოწოდება სხვადასხვა რელიგიების გაერთიანებაა. ბაჰაი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული რელიგიაა, აღიარებს ქალის და კაცის თანასწორუფლებიანობას.

ნარგეს მოჰამადის ირანში ქალთა უფლებების და სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.

ამჟამად ის საპატიმროშია „სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდის“ ბრალდებით.

XS
SM
MD
LG